,,პალიტრა ჰოლდინგის" წევრი კომპანია "ინტერ ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ინტერ ლოჯისტიკს" დაარსდა 2011 წელს თბილისში. რამდენიმე წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, თანამშრომელთა პროფესიონალიზმის მეშვეობით, "ინტერ ლოჯისტიკს" გადაზიდვების ბაზარზე ჩამოყალიბდა საშუალო სიდიდის სატრანსპორტო კომპანიად.
დღესდღეობით "ინტერ ლოჯისტიკს" მომხმარებლებს სთავაზობს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისათვის მრავალმხრივი მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა.
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa9bf005056bbd93611ed87752f446328 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 იანვარი.
გისურვებთ წარმატებას!