რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

მძღოლ-დისტრიბუტორი

VIP
სუფთა სახლი
  • დამსაქმებელი: სუფთა სახლი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • ბოლო ვადა: 23-01-2023, 00:00
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
  • ნანახია: 96-ჯერ
  • მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 200 ფილიალით.

    "სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

    "სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

    მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
    სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე
    ანაზღაურება: 1000-1200 ლარი.

    ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის გადაადგილება საწყობებიდან სავაჭრო ობიექტებში;

    მოთხოვნები:

    ** მართვის მოწმობა B ან C კატეგორია;
    ** სასურველია სამუშაო გამოცდილება.

    დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " მძღოლ-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 454595, 591 441 628. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

    ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

    გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი