რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

დარბაზის ადმინისტრატორი

VIP
SPAR Georgia
  • დამსაქმებელი: SPAR Georgia
  • კატეგორია: საცალო და საბითუმო ვაჭრობა
  • ბოლო ვადა: 27-01-2023, 00:00
  • მდებარეობა: ყვარელი
  • სამუშაოს ტიპი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
  • ნანახია: 74-ჯერ
  • ,,SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
    სამუშაო გრაფიკი: სრული
    ანაზღაურება: 800 + ბონუსი

    რას გთავაზობთ დამატებით?

    ** ყოველ თვე 2 სახის ბონუსს;
    ** სტაჟის დანამატს;
    ** კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;
    ** Spar Card-ს - რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით;

    ძირითადი მოვალეობები:

    ** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
    ** სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
    ** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
    ** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
    ** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
    ** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
    ** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
    ** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა.

    უნარები:

    ** მართვის და ორგანიზების უნარი;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
    ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** შედეგზე ორიენტირებულობა.

    დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი ახალსოფელი".

    მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

    ავტორი