"შპს ქუთაისის უნივერსიტეტი" (http://www.unik.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ქუთაისის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.01.2023
თანამდებობრივი სარგო: 700-1000 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
** აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** პროგრამების შემუშავების, შეფასების, განახლებისა და რეაკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა;
** სასწავლო პროცესის მსვლელობაზე, პროგრამის განხორციელებაზე, მის შედეგებსა და ეფექტიანობაზე დაკვირვება, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, ცვლილებების ინიციირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
** საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება,
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).
სამუშაოზე მიღებისას მოთხოვნილი აქტები:
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** საქართველოს კანონი" უმაღლესი განათლების შესახებ";
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები/პროცედურები/სახელმძღვანელო;
** საქართველოს კანონი "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ";
** საკვალიფიკაციო ჩარჩო, კლასიფიკატორი;
** შესაბამისი დარგობრივი მახასიათებელი;
** მისი სამუშაო აღწერილობა.
ვაკანსიის დეტალები
კონკურსი დასრულდება 2023 წლის 20 იანვარს.
კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ინგლისურ და ქართულ ენაზე) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@unik.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.