რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

მძღოლი-ექპედიტორის თანაშემწე

VIP
  • დამსაქმებელი: Pepsico
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • ბოლო ვადა: 23-01-2023, 00:00
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
  • ნანახია: 67-ჯერ
  • PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

    ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

    "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში.

    შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

    რას გთავაზობთ?

    ** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
    ** კონკურენტული ანაზღაურება - 800 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი
    ** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
    ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
    ** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
    ** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
    ** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

    კანდიდატის პროფილი:

    ** განათლება - საშუალო
    ** მართვის მოწმობა: B კატეგორია აუცილებელი, C კატეგორია სასურველია
    ** ა/მანქანის მართვის გამოცდილება
    ** გამართული კომუნიკაციის უნარი
    ** გუნდურად მუშაობის უნარი

    თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

    ავტორი