რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

საწყობის თანამშრომელი

VIP
Pepsico
  • დამსაქმებელი: Pepsico
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • ბოლო ვადა: 23-01-2023, 00:00
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
  • ნანახია: 111-ჯერ
  • PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

    ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

    "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში.

    შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

    ძირითადი მოვალეობები:

    ** პროდუქციის აგროვება მიღებული შეკვეთის მიხედვით და სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;
    ** მიღებული პროდუქციის დროული გადმოტვირთვა და დასაწყობება;
    ** ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
    ** სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
    ** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

    კანდიდატის პროფილი:

    * განათლება - საშუალო
    ** სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება
    ** გუნდური მუშაობის უნარი
    ** პასუხისმგებლობა
    ** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა

    რას გთავაზობთ?

    ** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1000 ლარი
    ** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
    ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
    ** კვება

    თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: EURCAUWHOpening@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

    ავტორი