რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის კონსულტანტი

VIP
  • დამსაქმებელი: ლიბერთი ბანკი
  • კატეგორია: ფინანსები, ბუღალტერია, ბანკები
  • ბოლო ვადა: 15-01-2023, 00:00
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
  • ნანახია: 55-ჯერ
  • ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!

    "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის კონსულტანტის პოზიციაზე.

    ადგილმდებარეობა: თბილისი.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება პროდუქტის შეთავაზების მიზნით;
    ** მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა;
    ** ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
    ** ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
    ** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
    ** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა.

    პიროვნული უნარები:

    ** კომუნიკაბელურობა;
    ** გამართულად მეტყველების უნარი;
    ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
    ** პრეზენტაბელურობა;
    ** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** პუნქტუალურობა;
    ** გუნდურობა;
    ** ორგანიზებულობა.

    ანაზღაურება განისაზღვრება - 400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.

    როგორ მოგვმართოთ:

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

    შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
    ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

    კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

    გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
    წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

    ავტორი