რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

მენეჯერი

VIP
  • დამსაქმებელი: ბაზარი ორბელიანზე
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • ბოლო ვადა: 22-01-2023, 00:00
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული დღე
  • ნანახია: 84-ჯერ
  • ,,ბაზარი ორბელიანი" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 50-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

    გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო "ბლამანჟეს" მენეჯერის პოზიციაზე!

    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
    ** კონკურენტულ ანაზღაურებას;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ობიექტის ეფექტური მართვა;
    ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
    ** მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვა/მონიტორინგი;
    ** მომხმარებელთა ეფექტურად მომსახურების კონტროლი;
    ** თანამშრომელთა დატრენინგება და მათი დროული ინფორმირება სიახლეების შესახებ;
    ** თანამშრომელთა გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
    ** ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება;
    ** მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
    ** სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

    პიროვნული უნარ-ჩვევები:

    ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
    ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** გუნდის მართვის უნარი;

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    ავტორი