რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

ონლაინ შეკვეთების ამგროვებელი

VIP
მიჰაუსი
  • დამსაქმებელი: მიჰაუსი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 134-ჯერ
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
    ანაზღაურება: 1000 ლარი
    გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-იდან 18:00-მდე)

    ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

    ** საიტზე შემოსული შეკვეთის აგროვება-დასაწყობება;
    ** დელივერი სერვისის დროს პროდუქციის გადათვლა;
    ** დაბრუნებული პროდუქციის სექციებში გადატანა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია.

    პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:

    ** ორგანიზებულობა;
    ** აქტიურობა და სისწრაფე;
    ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
    ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
    ** Fit-pass-ს.

    "მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

    თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

    ** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
    ** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
    ** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
    ** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

    გისურვებთ წარმატებებს!

    ავტორი