რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

აღრიცხვის ოპერატორი/მოლარე

VIP
ზუმერი
  • დამსაქმებელი: ზუმერი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: ბათუმი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 77-ჯერ
  • კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის (მოლარის) პოზიციაზე.

    კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;

    სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.
    სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი მოქნილი გრაფიკით (კვირაში 5 სამუშაო დღე).
    ანაზღაურება: 1000 (net) ლარი და დამატებით ბონუსი.

    აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
    ** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
    ** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
    ** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

    ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

    ** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
    ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
    ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
    ** სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
    ** გაყიდული პროდუქციის სწორად გაცემის კონტროლი;
    ** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დანიშნულებისამებრ გადამისამართება;

    ზუმერი გთავაზობთ:

    ** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრენინგებს;
    ** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
    ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
    ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "აღრიცხვის ოპერატორი (მოლარე) ბათუმში".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

    გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი