რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

კონსულტანტი

VIP
ზუმერი
  • დამსაქმებელი: ზუმერი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: რუსთავი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 43-ჯერ
  • კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
    სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (დასვენების ორი დღის შეთანხმება შესაძლებელია)
    ანაზღაურება: ჯამში თვეში 700 ლარიდან (ხელზე ასაღები)

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
    ** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
    ** მზარდ ანაზღაურებას;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
    ** ციფრული ტექნიკის ცოდნა გადამწყვეტი არ არის, მთავარია ინტერესი/მონდომება და დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
    ** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
    ** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
    ** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
    ** გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის.

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად: "კონსულტანტი რუსთავში"

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

    ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

    წარმატებას გისურვებთ!

    ავტორი