რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

მოლარე

VIP
აგროჰაბი
  • დამსაქმებელი: აგროჰაბი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 77-ჯერ
  • "აგროჰაბი" არის საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა წარმოება. 

    "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. 

    ძირითადი მოვალეობები: 

    ** პროდუქციის რეალიზაცია კომპანიაში არსებული წესების მიხედვით 
    ** მომსახურების სტანდარტების დაცვა 

    თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ამისათვის საკმარისია:  

    ** იყოთ თავაზიანები და შრომისმოყვარეები;  
    ** შეგეძლოთ გუნდურად მუშაობა; 
    ** შექმნათ სამუშაო სივრცეში პოზიტიური გარემო; 
    ** პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას  

    ჩვენ გთავაზობთ: 

    ** სტუდენტურ დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით; 
    ** მზარდი საბონუსე სისტემა; 
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
    ** ლოიალობა (სტაჟის ნამატი); 

    გრაფიკი: დღეგამოშვებით 09:00-22:00; ან ყოველდღე, კვირაში ერთი დღე დასვენება, სამუშაო საათები: 09:00-15:30, 15:30-22:00

    დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე HR@agrohub.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

    ან დაგვიკავშირდით +955 591 03 26 26; +955 591 04 26 26; 591717542 

    გისურვებთ წარმატებას! 

    ავტორი