რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი

VIP
ნავნე
  • დამსაქმებელი: ნავნე
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 70-ჯერ
  • კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

    კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

    სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.
    გრაფიკი: 13:00-22:00/კვირაში 2 დღე დასვენება
    ანაზღაურება: 900 ლარი

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
    ** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
    ** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
    ** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
    ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
    ** GPS კონტროლი.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
    ** სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება

    პიროვნული თვისებები და უნარები:

    ** ორგანიზებულობა;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** პუნქტუალობა;
    ** გუნდური მუშაობა;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობაა;
    ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

    ავტორი