კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის პოზიციაზე ქ.თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი გამოცდილების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ვიდეორგოლის გადაღება
** ფოტოგადაღება
** გადაღებების ორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** ვიდეო და ფოტო მასალის დამუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება მსგავს სფეროში.
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
** აუცილებელია დასამუშავებლად საჭირო პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.