რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

დეკლარანტი

VIP
თეგეტა
  • დამსაქმებელი: თეგეტა
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 58-ჯერ
  • ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

    თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

    ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში დეკლარანტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

    თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

    ** მოწოდებული დოკუმენტების შემოწმება, კოდების მინიჭება;
    ** დეკლარაციის შევსება, შემოწმება, ექსელში დამუშავება;
    ** კომუნიკაცია ლოგისტიკის დეპარტამენტთან;
    ** დეკლარაციის მომზადება C ნომრამდე, ბეჭდვა და შესაბამისს მიმართულებებთან გაზიარება;
    ** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება.

    თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

    ** უმაღლესი განათლება
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშო გამოცდილება;
    ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
    ** ASYCUDAWorld-ში მუშაობის გამოცდილება.

    მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

    თეგეტაში დაგხვდება:

    ** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
    ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
    ** სამედიცინო დაზღვევა;
    ** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
    ** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

    განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=416

    თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

    ავტორი