"დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 60-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - https://dressup.ge
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** მაღალი ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
** 3 თვის მუშაობის თავზე ერთჯერადი ბონუსი 2500 ლარი;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1800-2200 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანია "დრესაპ ჯგუფის" მაღაზიის გუნდის მართვა;
** მაღაზიის ადმინისტრაციული და ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა;
** თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** აქტიური გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე - მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით);
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@dressup.ge 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!